phone number

რა არის დაბალემისიური მინა?

რა არის დაბალემისიური მინა?

კატეგორია: დიზაინი

 

თანამედროვე არქიტექტურა პერიოდულად ძალიან საინტერესო გამოწვევების წინაშე დგება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ენერგოეფექტურობით გამოირჩევა და მომხმარებელს უმცირებს დანახარჯებს.

 

სწორედ ასეთია დაბალემისიური მინა, რომლის ენერგოეფექტურობასაც მისი დამზადების ტექნოლოგია განაპირობებს. ის უკეთ ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და თან ცვლილებას არ ახდენს სივრცის განათებაზეც.

 

მინიმალიზმი და გაუმჯობესებული კომფორტის ელემენტები - სწორედ ამ ორის დაბალანსებაა მთავარი გამოწვევა. დაბალემისიურ მინაზეც ამიტომ აჩერებენ არჩევანს, რადგან იგი ინარჩუნებს როგორც სითბოს, ასევე სიგრილეს. მეტიც, ქმნის ძალიან ლამაზ, ესთეტიურ და კომფორტულ ვიზუალს.

 

გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ის ზოგავს ძალიან დიდ ფინანსურ რესურს სივრცის გაგრილება/გათბობაზე. ფართომასშტაბიან პროექტებზეც სწორედ ენერგოეფექტურობისა და ბიუჯეტურობის გამო გამოიყენება.

 

სამშენებლო კომპანია “გრავიტა” დაბალემისიურ მინას აქტიურად იყენებს თავის პროექტებში. „ვოლვო ქარ საქართველო“ კი ერთ-ერთი ახალი, ინოვაციური, დასრულებული პროექტია „გრავიტასი“, სადაც ვიზუალში „Saint Gobain” -ის დაბალემისიური მინაა გამოყენებული.

 

 

 „ვოლვო ქარ საქართველოს“ შიდა სივრცე დაბალემისიური მინისა და გემოვნებიანად დაბალანსებული ინტერიერის დამსახურებით ქმნის კომფორტულ გარემოს, სადაც ტემპერატურა ყოველთვის სასიამოვნო, სივრცე კი ნათელია.

 

 

#ჩვენვაშენებთიდეებს