phone number

ტექნოლოგიური ინოვაციები კონსტრუქციის სფეროში

ტექნოლოგიური ინოვაციები კონსტრუქციის სფეროში

კატეგორია: მშენებლობა

საკონსტრუქციო ინოვაციები ყოველდღიურად უმჯობესდება და კომპანიებიც საკუთარი ფინანსური რესურსების დიდ ნაწილს ტექნოლოგიების განვითარებას ახმარენ. ამ ინვესტიციებს კი მნიშვნელოვანი უკუგება აქვთ - გაზრდილი პროდუქტიულობა, უსაფრთხოება და გაუმჯობესებული შესრულების ვადები.

 

დროსთან ერთად ტექნოლოგია ამ სფეროსაც შეცვლის და ბევრად ეფექტურს გახდის. ამ სტატიაში კი რამდენიმე მნიშვნელოვან ინოვაციაზე მოგიყვებით.

 

1. ხელოვნური ინტელექტი

საკონსტრუქციო სფეროში შრომითი პროცესები და განრიგები ძირითადად ხელოვნურად, ადამიანების მიერ იქმნება. საქმიანობის კომპლექსურობიდან გამომდინარე ხშირია მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაუთვალისწინებლობა, რაც გეგმის ეფექტურობას ამცირებს.

 

სამი ძირითადი სფერო, რომლის ოპტიმიზაციასაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს, არის: კომუნიკაციები, მონაცემები და გამჭირვალობა. უკვე არსებული რამდენიმე პროგრამა უზრუნველყოფს მიმდინარე საკონსტრუქციო პროცესების კონტრაქტებთან შესაბამისობაში ყოფნის შემოწმებას და აიდენტიფიცირებს უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეებს. ამ რისკებისა და ხელოვნური გაუთვალისწინებლობების ოპერატიულად გამოსწორება კი იძლევა სამუშაოს მეტად პროდუქტიულად ჩატარების საშუალებას, რაც საერთოდ არ ახდენს უარყოფით გავლენას სფეროს მომგებიანობაზე - საკონსულტაციო კომპანიების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის ოპერაციულ მოგებას 2035 წლისთვის 70%-ით გაზრდის.

 

2. რესურსებისა და სამუშაო ძალის მენეჯმენტის პროგრამები

რესურსებისა და სამუშაო ძალის მენეჯმენტი საკონსტრუქციო კომპანიებისთვის უდიდეს დანახარჯებთან ასოხირდება. ეფექტური მენეჯმენტი კი ეხმარება კომპანიებს სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებაში, რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში, მოულოდნელი დანახარჯებისა და შეყოვნებების თავიდან არიდებაში.

 

დიდი თუ მცირე საკონსტრუქციო კომპანიები დიდი ხანია რესურსების მენეჯმენტის პროგრამებს იყენებენ, რომლებიც ეხმარებიან მათ დაგეგმვის დინამიური პროცესის ოპტიმიზაციაში, მაგალითად პროგნოზირებენ სწორ დროს სწორ პროექტზე სწორი რაოდენობის სამუშაო პერსონალის გადანაწილების სტრატეგიას.

 

3. 3D პრინტინგი

3D პრინტინგი დიდი ხანია საკონსტრუქციო ინოვაციად ითვლება. ახლა კი, როცა ტექნოლოგიები არა ინდუსტრიის დანამატი, არამედ სტანდარტი ხდება, ამ ინოვაციას ბევრად დიდი მომავალი აქვს.

 

ევროპაში უკვე არსებობს ცემენტის ობიექტების 3D პრინტინგის ქარხანა და 3D პრინტინგის საშუალებით შექმნილი ხიდი. ეს ტექნოლოგიური მიმართულება ინდუსტრიას აძლევს საშუალებას, სამუშაოები უფრო დაბალი დანახარჯებით, სწრაფად და მოქნილად ჩაატაროს, ვიდრე მიღებული სტანდარტული მეთოდებით.

 

4. ვირტუალური რეალობა

ეს ტექნოლოგიური ინოვაცია იმ კომპანიებს, რომლებიც სარეკონსტრუქციო სამუშაოს დაგეგმვისთვის სხვადასხვა დეპარტამენტების ერთდროულად ჩართულობას საჭიროებს, პროცესის სრულიად გაციფრულებას სთავაზობს. არქიტექტორების, ინჟინერებისა და სარეკონსტრუქციო გუნდებს შეუძლიათ, პროექტებზე დისტანციურად და ერთდროულად იმუშაონ - ციფრულ სამყაროშივე დახვეწონ კონცეფციები, გაუზიარონ გეგმები კლიენტებს და მიიღონ უკუკავშირები მომავალი იტერაქციებისთვის.