phone number

ჩვენ შესახებ

“გრავიტას” საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. ჩვენ დამკვეთებს საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტების, დიზაინისა და მშენებლობის სრულ პაკეტს ვთავაზობთ.

 

“გრავიტას” გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.

About Gravita

კომპანიის ისტორია

 

2006 წელს “გრავიტას” გუნდმა, რომელიც მაშინ "თეგეტა მოტორსის" სამშენებლო ჯგუფს წარმოადგენდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეასრულა, მათ შორის იყო "თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისი და მასთან არსებული სერვის ცენტრების მშენებლობა. 

 

2013 წელს “გრავიტა” დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა და განახორციელა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა Toyota-ს, Volvo-სა და Porsche-ს ცენტრები თბილისში, "თეგეტა მოტორსის" ოფისი ბათუმში, საბავშვო ბაღები სვანეთში, კურორტი “საირმე” და ა.შ. 

 

“გრავიტას” პორტფელში ლოკალურის გარდა საერთაშორისო პროექტებიცაა, როგორიცაა თეგეტა მოტორსის ცენტრი სომხეთში.

 

ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის სამშენებლო ამოცანას მოუფიქრებს დროულ, ხარისხიან, საიმედო, თანამედროვე და უსაფრთხო გადაწყვეტას.

 

 

საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები

 

„გრავიტა“ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს სთავაზობს ობიექტების დაპროექტების, დიზაინისა და მშენებლობის სრულ მომსახურებას. კომპანიის შეთავაზება მოიცავს შემდეგ სერვისებს:

 

  • არქიტექტურული ნაწილი
  • კონსტრუქციული ნაწილი
  • მშენებლობა
  • MEP (საინჟინრო კომუნიკაციები)
  • ინტერიერის დიზაინი
  • ტერიტორიის კეთილმოწყობა

პარტნიორები