გრავიტას კონფიგურირებული კლასის კალკულატორი გაძლევთ საშუალებას, საბაზისო ინფორმაციის მითითებით, გამოთვალოთ სასურველი ობიექტის კლასი. ამისთვის შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ობიექტის ფუნქციური დანიშნულება, შენობის მალის მაქსიმალური სიგრძე, შენობის სიმაღლე, შენობის ჩაღრმავება მიწის ზედაპირიდან და შენობის ფართობი. კალკულატორის მონაცემების ცვლილება შეგიძლიათ მარტივად, ცვლადების ახალი ინფორმაციის მითითებით ან რედაქტირებით.
გრავიტას ფასის კალკულატორი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინფორმაცია სასურველი სერვისის პრეისკურანტზე. ამისთვის თქვენ უნდა შეავსოთ მითითებული ველები და გამოგვიგზავნოთ. ამ ინფორმაციას ჩვენი გუნდის პროფესიონალი წევრები დაამუშავებენ და სულ მალე დაგიბრუნდებიან პასუხით. გთხოვთ, ტექნიკური ინფორმაციის გარდა, მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაციაც.