სამშენებლო კომპანია “გრავიტას” საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. სამშენებლო კომპანია "გრავიტა" დამკვეთებს საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტება, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს ვთავაზობთ.
“გრავიტას” გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.
კომპანიის ისტორია
2006 წელს “გრავიტას” გუნდმა, რომელიც მაშინ "თეგეტა მოტორსის" სამშენებლო ჯგუფს წარმოადგენდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეასრულა, მათ შორის იყო "თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისი და მასთან არსებული სერვის ცენტრების მშენებლობა.
2013 წელს “გრავიტა” დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა და განახორციელა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა Toyota-ს, Volvo-სა და Porsche-ს ცენტრები თბილისში, "თეგეტა მოტორსის" ოფისი ბათუმში, საბავშვო ბაღები სვანეთში, კურორტი “საირმე” და ა.შ.
“გრავიტას” პორტფოლიოში ლოკალურის გარდა საერთაშორისო პროექტებიცაა, როგორიცაა თეგეტა მოტორსის ცენტრი სომხეთში.
ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის სამშენებლო ამოცანას მოუფიქრებს დროულ, ხარისხიან, საიმედო, თანამედროვე და უსაფრთხო გადაწყვეტას.
საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები
კომპანია გთავაზობთ შემდეგი ტიპის შენობა-ნაგებობების საპროექტო მომსახურებას:
აქციე იდეა რეალობად "გრავიტასთან" ერთად.
ჩვენ ვაშენებთ იდეებს!