phone number

არქიტექტურული პროექტირების მნიშვნელობა

არქიტექტურული პროექტირების მნიშვნელობა

კატეგორია: მშენებლობა

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს ვრცელი განსაზღვრება აქვს, ძირითადად ის ასოცირდება პროექტისა თუ იდეის პირველადი კონცეფციის ჩამოყალიბებასთან ტექნიკური და კრეატიული ნაწილების კომბინაციით. ანუ, არქიტექტურული პროექტირება არის აბსტრაქტული იდეის რეალობაში მოყვანის პროცესის ბაზისი, პირველი ეტაპი.

 

არქიტექტურული პროექტირება, როგორც დისციპლინა, ფოკუსირდება სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების შენობების შექმნაზე. მისი მიზანია, გააერთიანოს დიზაინი, როგორც ესთეტიკა და არქიტექტურა, როგორც ამოცანის გადაჭრის ტექნიკური საშუალება. ძირითადად, არქიტექტურულ პროექტს ჩვენ ნახაზების სახით ვხვდებით ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათი შექმნის პროცესში არამხოლოდ წმინდა გეომეტრია, არამედ სივრცის აღქმისა და ესთეტიკის ფაქტორებიც იღებენ მონაწილეობას.

 

არქიტექტურულ პროექტზე მუშაობისას არქიტექტორმა უნდა გაითვალისწინოს დამკვეთის საჭიროებები და რესურსები, ობიექტის ესთეტიური და ტექნიკური მახასიათებლები, და, ცხადია, მშენებლობის წესებიც. ხაზები, რომლებიც პროექტის მთავარი ელემენტებია, ერთიანობაში ასახავენ ფორმებს, განზომილებებს და სხვადასხვა სივრცეების პოზიციას.

 

არქიტექტურა სხვადასხვა დისციპლინების გაერთიანებაა - როგორც კონსტრუქციული ნაწილის, ასევე სხვა იმ დარგების, რომლებიც პროექტის შექმნაში გვეხმარება. ამიტომ ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ მისი რაობა. არქიტექტურული პროექტი შეგვიძლია უსასრულო რაოდენობის კატეგორიებად დავყოთ: მათი გამოყენების, მიზნობრიობის, ესთეტიურობის, ტექნიკური ასპექტების მიხედვით და სხვა.

 

ამის გამო არქიტექტურული პროექტების მაგალითებიც უსასრულოა, რადგან ტრენდები მუდმივად იცვლება. არსებობს მიმდინარეობა, რომელიც კონცეპტუალურად არქიტექტურისა და ბუნების შერწყმაზე დგას და შენობათა კონსტრუქციებში ბუნების ელემენტების ჩანერგვაზე მუშაობს. ეს მიმდინარეობა სამ ძირითად წერტილს ემყარება: ბუნებასთან კავშირი, ბუნების არსებობისთვის ხაზგასმა მისი ფორმების იმიტაციის გზით და სიმშვიდის მომგვრელი კონსტრუქციების აგება.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, არქიტექტურული პროექტი საბოლოო არქიტექტურული კონსტრუქციის აუცილებელი ბაზისია, რადგან ის ითვალისწინებს როგორც პროცესის კრეატიულ და ესთეტიურ, ასევე ისეთ დეტალებს, როგორიც არის მაგალითად სივრცის გამოყენების სხვადასხვა ფაქტორები, რომელთა ტექნიკური გზით მიღწევა შეუძლებელია.