phone number

ფუტურისტული არქიტექტურა

ფუტურისტული არქიტექტურა

კატეგორია: ინოვაციები

ფუტურისტული რადიკალური არქიტექტურა უფრო და უფრო თვალსაჩინო და მრავალფეროვანი ხდება ჩვენს დროში, რადგან თანამედროვე არქიტექტორებს უფრო მეტად აქვთ საშუალება იფიქრონ არატრადიციულად, ქონდეთ განსხვავებული ხედვა და იდეები, იმუშაონ საკუთარი თავის განვითარებაზე, ახალი იდეების დახვეწასა და განხორციელებაზე. ჩვენ სტატიაში ფუტურისტული არქიტექტურის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ, მაგრამ არსებოსს ათასობით სხვა!

 

 

ხელოვნების, არქიტექტურისა და ტექნოლოგიის მუზეუმი

 

ეს უნიკალური მუზეუმი, მდინარე ტაჯო ნაპირთან პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარეობს  და ერთ სივრცეში ხელოვნებასა და ახალ ტექნოლოგიებს სინთეზს წარმოადგენს. შენობას ტალღისებრი ფორმის მიზეზი, მუზეუმის ადგილმდებარეობაა. არქიტექორების მიზანიც სტრუქტურის შექმნისას იყო მისი გარემოსთან ჰარმონიაში ყოფნა და სწორედ ამიტომ აქვს შენობას ტალღისებრი ფორმა..

 

 

არქიტექორი: ამანდა ლევეტი, ALA

მდებარეობა: ბელემი, ლისაბონი

 

 

 

შენჰენის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრი

 

არქიტექტორების მიზანი იყო ერთ სივრცეში კომფორტისა და თავისუფლების შექმნა.  შენობაში ფუნქციონირებს ქალაქის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი და ასევე რეკრეაციული ზონები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იმუშაონ და დაისვენონ. შენობის მთავარი მახასიათებელი მისი ფორმაა, რომელიც დაყოფილია ორ ნაწილად,  ერთი ნაწილი მსუბუქი და ჰაეროვანია, დაფარულია მინით, ხოლო მეორე უხეში და მყარია სწორი ხაზების გამოყენებით. ამ მიზეზით, შენობამ მოიპოვა რამდენიმე არქიტექტურული ჯილდო, მათ შორის  Future Architecture Award.

 

 

არქიტექტორი: სტუდია Pei Zhu

მდებარეობა: შენჰენი, ჩინეთი

 

 

 

ჰარბინის საოპერო სახლი

 

შენობის პროექტირებისას, არქიტექტორების მიზანს მუზეუმის კულტურულ ცენტრად ქცევა ისახავდა. ჰარბინის ოპერის თეატრი შეიქმნა ჩრდილოეთ ქალაქის დაუოკებელი უდაბნოების, ცივი კლიმატის ძალისა და სულისკვეთების საპასუხოდ. შთაბეჭდილება გექმნება, რომ შენობა ქარისა და წყლის მიერ არის გამოძერწილი, შენობა შეუმჩნევლად ერწყმის ბუნებას და ტოპოგრაფიას - ნამდვილი ტრანსფუზიაა ადგილობრივი იდენტობის, ხელოვნებისა და კულტურის.

 

 

 

არქიტექტორი: MAD Architects

მდებარეობა: ჰარბინი, ჩინეთი

 

 

 

ანტილია

 

არსებობს მდიდრული სახლები და არესბობს ანტილია.  შენობა მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე ძვირფას საცხოვრებელ საკუთრებად ითვლება. მთლიანი ფართი 37,000 კვადრატული მეტრი ფართობია და აქვს ყველა ის მომსახურება, რაც მდიდრული სასტუმროს გააჩნია. საცხოვრებელი სახლის კონცეფცია და დიზაინი ძალიან პოპულარული გახდა ინდოეთში. ამ შენობის კონსტურქცია არქიტექტურული შედევრია, 23 სართულიანი 173 მეტრის სიგრძის შენობა სხვადასხვა ზომის ღია ყუთებისაგან შედგება. სახლი ვიტრაჟულია სხვადასხვა მიმართულებით, რაც შენობის მცხოვრებლებს მრავალფეროვან ხედებს სთავაზობს და ხელს უწყობს ბუნებრივი სინათლის შემოდინებას სახცოვრებელში.

არქიტექტორი: Perkins and Will

მდებარეობა: მუმბაი, ინდოეთი

 

 

 

გალაქსი სოჰო შენობა

 

"გალაქსი სოჰო“ შენობა ეძღვნება საოფისე, საცალო და გასართობი ინდუსტრიების შექმნას. სოჰო გახდა პეკინის სიდიადის განუყოფელი ნაწილი.  ამ უზარმაზარი შენობის გარშემო ბევრი განსხვავებული აზრი და დაპირისპირებაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზარა ჰადიდის და პატრიკ შუმახერის მიერ შექმნილი შენობა რადიკალური არქიტექტურული დიზაინის მქონეა უცვლელი რჩება. პროექტის მახასიათებელია 4 ძირითადი გუმბათოვანი შენობაა, რომლებიც საბოოლოოდ ერთ სივრცეში ერთიანდება. ესთეტიკურ დიზაინს კრავს მრავალი ხიდი და არასტანდარტული ფორმის  იატაკი, რაც წყალის ასოციაციას იწვევს და ამავდროულად სიმშვიდისა და სივრცის შეგრძნებას ტოვებს.

 

 

არქიტექტორები:  ზარა ჰადიდი, პატრიკ შუმახერი

Location: ბეიძინი, ჩინეთი

 

 

 

ტალღა

 

ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაც ძირითადად ვაკეა, ჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილიება ადამიანის ჩარევით შეიქმნას არასახასიოათო ლანდშაფტი, სწორედ ეს იყო შთაგონების ერთ-ერთი წყარო ვეილის ფიორდისთვის, როდესაც გადაწყვიტა საცხოვრებელი კომპლექსის აშენება. შენობა მდებარეობს დანიის პატარა ქალაქში და გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურით. მიუხედავად მოკრძალებული ადგილმდებარეობისა მსოფლიო აღიარება და მრავალი პრიზი მოიპოვა.

 

 

არქიტექტორი: ჰენინგ ლარსენი

მდებარეობა: ვეილი, დანია

 

 

 

სასტუმრო მორფეუსი

 

სასტუმრო მორფეუსში განთავსებულია ყველა ის სასურველი სერვისი, რომლის წარმოდგენაც მომხმარებელს შეუძლია და ყველა მისი ფუნდამენტური ღირებულება ფუფუნებასთან ასოცირდება. 150,000 კვადრატულ მეტრიანი შენობა გახდა ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობა და ადგილი, სადაც უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ. სასტუმრო მდებარეობს მაკაოში. თვითონ პროექტი და მისი მშენებლობაც რადიკალური იყო, ინოვაციური ინჟინერიისა და ფორმალური შეთანხმების გამოყენებით. იგი შექმნილია როგორც მონოლითური ბლოკი, რომლის სტრუქტურაში არის გარღვევა - სიცარიელე და ამან სასტუმრო თანამედროვე ფუტურიზმის შესანიშნავ მაგალითად აქცია.

 

 

არქიტექტორი: არქიტექტონიკა Leigh & Orange

მდებარეობა: მაკაო, ჩინეთი