phone number

4 რჩევა ბუხრის დიზაინისთვის

4 რჩევა ბუხრის დიზაინისთვის

კატეგორია: დიზაინი

ბუხარს აქვს ბუნებრივი უნარი, გახადოს ოთახი თბილი და დახვეწილი. თუმცა, რამდენიმე დეტალის ცვლილებით,  ბუხარი შეიძლება გარდაიქმნას ელეგანტურ შედევრად, რომელიც ზამთრის სასიამოვნოდ გატარებაში დიდ როლს ითამაშებს.

 

1 . სივრცითი განლაგება

 

 

მიაქციეთ ყურადღება ბუხრის ზემოთ, ქვემოთ და წინ მდებარე სივრცეს. საგნების განთავსება ბუხარზე მოაქვს სილამაზე და ავსებს ცარიელ ადგილს. ბუხრის ზემოთ სარკეები შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ისინი ადვილად გვხვდება სხვადასხვა ზომის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკის ანარეკლი ბუხრის ფართობის კიდევ უფრო გასადიდებლად. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ მოცემულ ფოტოში სარკე ასახავს ჭაღს, რომელიც მატებს ოთახის ელეგანტურ შეგრძნებას.

 

 

თანამედროვე დიზაინი ნიშნავს სუფთას და მარტივს. უბრალო ოთახში ზედმეტი ნივთების დამატების გარეშე, ფერის შეფერილობა ხშირად ახდენს ეფექტს. სადა გარემოში ფერადი ნახატი კარგი არჩევანია, შეიძლება შეირჩეს რამდენიმე ნახატი, თანამედროვე სახლის ინტერიერში.

 

 

ბუხრის ზედა ნაწილი არ არის ერთადერთი სადაც დეკორატიული ნივთების განლაგება შეგვიძლია. თუ თქვენი დიზაინი მსგავსია ზემოთ მოყვანილთან, როგორც ხედავთ, ულამაზეს მარმარილოს ბევრი დამატება არ სჭირდება, მხოლოდ რამდენიმე დეტალია გამოყენებული ადგილის პერსონალიზაციისთვის. მუქმა შეფერილობამ შექმნა ფანტასტიკური კონტრასტი უფრო ნათელ, ისეთ ამრეკლ მასალებთან, როგორიც მარმარილოა.

 

2. გეომეტრიული სიმეტრია

 

 

მრუდების მქონე ოთახის გეომეტრიული სიმეტრიის დარღვევისას ჩვენი მხედველობა ინტრიგდება. ზემოთ მოყვანილი ფოტო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიტანოთ სხვადასხვა ფორმის დეკორი ბუხრის გარშემო, ბალანსის შენარჩუნებისთვის. მრგვალი ფორმის სარკეს შემოაქვს სათამაშო განწყობა ოთახში და ამავდროულად ლამაზად ეწინააღმდეგება ბუხრის მკაცრ ხაზებს და ხელოვნების ჩარჩოებს. რომელი სტილიც არ უნდა იყოს შერჩეული: მინიმალისტური, თანამედროვე, კლასიკური თუ მოდერნისტული,  ამ სტილის ბუხარი შეუმჩენეველი ვერავის თვალში ვერ დარჩება.

 

3. პერსონალიზაცია

 

 

ინტიმურობა არის ის, რასაც ყველა ეძებს საკუთარ სახლში, ასე რომ დაგეგმეთ ამის გათვალისწინებით და აქციეთ რეალობად თქვენი საოცნებო ბუხარი. მოაქციეთ იატაკიდან ჭერამდე ბუხარი თითოეულ მხარეს თაროებით, შემდეგ კი გამოიყენეთ ისინი პირადი ნივთების განსათავსებლად, ეს კი თქვენს გემოვნებასა და ხელწერას გაუსვამს ხაზს დიზაინზე. ყველაფერი, ლამაზ ჩარჩოებში მოთავსებული სურათებიდან დაწყებული ოჯახის ტრადიციული ნივთებით დასრულებული, ოთახში შემოიტანს იმდენივე სითბოს, რამდენსაც თავად ბუხარი.

 

4. მინიმალიზმი

 

 

ზოგჯერ აქსესუარების დამატება ზედმეტია. თანამედროვე დიზაინები იქმნება არა მხოლოდ ფუნქციონალურობის გათვალისწინებით, არამედ სტილით. თავიდან აიცილეთ დეკორაციის განთავსება ისეთ დეკორაციულ დეტალებზე, რომელთაც შეუძლიათ ცალკე დგომა. ნება მიეცით თქვენს ავეჯს გახდეს მთავარი დეკორატიული ნაწილი. ზემოთ მოყვანილ მაგალითში, სკამის დიზაინი ყვავილებთან ერთად შესანიშნავ შეხებას მატებს მინიმალისტურ გარემოს.