phone number

რა არის ინტერიერის დიზაინი?

რა არის ინტერიერის დიზაინი?

კატეგორია: დიზაინი

გარემო, ფერთა პალიტრა, ხარისხი და ესთეტიკა - ეს ის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რაც ბრენდს თვითგამოხატვაში ეხმარება. ამ ყველაფერს კი ინტერიერის დიზაინი აერთიანებს.

 

ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას, ინტერიერის დიზაინი, ყოველთვის რჩება მთავარ გამოწვევად. სწორად შერჩეული ფერთა პალიტრა, სივრცის განლაგება და ინოვაციური ელემენტები ქმნის კომფორტს, რომელიც შემდეგ ბრენდის პრესტიჟსა თუ ხარისხს უსვამს ხაზს.

 

 

ინტერიერის დიზაინი ბრენდის თვითგამოხატვისთვის ისეთივე მნშვნელობისაა, როგორიც ლოგო, ან სლოგანი. სივრცე მეტყველებს კომპანიის ღირებულებებზე.

 

კომპანიები, რომელთაც ლოიალური მომხმარებლების შეძენა სურთ, ხშირად ინტერიერში ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებენ, რომელიც სახლის ასოციაციას ქმნის. ამის კარგი მაგალითია ფართო სავარძლები და ბალიშები მოსასვენებელ სივრცეებში, რათა მომხმარბეელმა კომფორტულად იგრძნოს თავი.

 

“გრავიტა” ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, ცდილობს ბრენდის ინდივიდუალიზმის გამოკვეთას. პროექტების მიხედვით, “პორშეს ცენტრი თბილისზე” მუშაობისას, კომპანიის ამოცანა იყო შეექმნა გარემო, რომელიც მაღალ ხარისხსა და ერთგულებას უსვამდა ხაზს. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინში მინიმალისტური, თუმცა ამასთანავე კომფორტული ელემენტები გამოვიყენეთ. ამ შემთხვევაში, ინტერიერით მოყოლილი ბრენდის ისტორია ერთ-ერთია, რაც მომხმარებელს აახლოვებს ბრენდთან და აძლევს საშუალებას უკეთ გაიცნოს იგი.

 

 

 

“ვოლვოზე” მუშაობისას გამოწვევა იყო მინიმალისტური გარემოს შექმნა, რომელიც მიმზიდველ შურუმს შექმნიდა გაუმჯოსებული კომფორტის ელემეტებით. სწორედ ამიტომ ინტერიერში მოსასვენებელი სივრცეები მინიმალისტური ავეჯით მოეწყო და დაემატა მცენარეებიც.

 

საბოლოოდ, ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, მთავარია გაიმიჯნოს, თუ რა გზავნილის მიტანა გვინდა მომხმარებლამდე და როგორ იმეტყველებს ეს ყველაფერი ბრენდის თვითგამოხატვაზე.