phone number

მცენარეები, რომლებიც წმენდენ ჰაერს

მცენარეები, რომლებიც წმენდენ ჰაერს

კატეგორია: დიზაინი

მცენარეები გარდა პოზიტიური გავლენისას გამოყოფენ ჟანგბადს, მათი ნაწილი ასუფთავებს ჰაერს ტოქსინებისგან და ატენიანებს გარემოს.

 

1989 წელს, NASA-ს მკვლევარებმა შეისწავლეს სახლის მცენარეები, და აღმოაჩინეს რამოდენიმე მცენარე, რომლებიც ფილტრავენ ჰაერში “საერთო აქროლად ორგანულ ნაერთებს” (VOCs).

 

გთავაზობთ იმ მცენარეების ჩამონათვალს, რომლებიც არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და ამავდროულად წმენდენ ჰაერს.

 

ქლოროფიტუმი

ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსავლელი მცენარეა, რომლის პოზიტიურ ზეგავლენაზე არაერთი კვლევა მიუთითებს. მას სწრაფად და ეფექტურად შეუძლია ჰაერის გაწმენდა მავნე ნაწილაკებისა და გაზებისგან. ის მარტივად შთანთქავს ადამიანებისთვის ისეთ მავნე ნივთიერებებს ჰაერიდან, როგორიცაა ფორმადელჰიდი და სხვა აქროლადი აირები.

 

დრაცენა

არსებობს 150 სახეობამდე, გვხვდება სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, რომლითაც ახალისებს ნებისმიერ ინტერიერს, კარგად წმინდავს ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან.

 

ეპიპრემნუმი

მიეკუთვნება იმ რამდენიმე მცენარეთა რიცხვს, რომელიც ნასას კვლევებით საუკეთესოდ წმენდს ინტერიერში დაგროვილ მავნე ნივთიერებებს, არის მარტივად მოსავლელი მცენარე, არ სჭირდება ხშირი მორწყვა და იზრდება სწრაფად.

 

არეკას პალმა

 საოცრად ეფექტური მცენარე, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იდეალურად წმენდს და ატენიანებს ჰაერს.

 

ბამბუკის პალმა

ბამბუკის პალმა, რომელსაც ქამედორეასაც ეძახიან, საუკეთესოდ ასუფთავებს ჰაერს და ებრძვის მავნე ტოქსინებს. სახლში ჯანსაღი მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად, საკმარისია რამდენიმე ქოთანი ბამბუკის პალმა დადგათ.

 

ინგლისური სურო

იდეალურია თქვენს საძინებელში. ამერიკელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ინგლისურ ლიანას 12 საათში შეუძლია გაანეიტრალოს ჰაერის ნალექის 78% და ორთქლის ნესტი. 

 

ფიკუსი

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და უპრეტენზიო ოთახის მცენარეა. ის ძალიან კარგად წმენდს ჰაერს და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

აგლაონემა/ჩინური მარადმწვანე

აგლაონემა, რომელსაც  ჩინური მარადმწვანეს სახელითაც იცნობენ საკმაო პოპულარობით სარგებლობს ადამიანებში, რომლებსაც უჭირთ მცენარეებისთვის დიდი დროის გამონახვა. მას შეუძლია ექსტრემალური სიმშრალის გადატანაც და ხანგრძლივად სიბნელეში ყოფნაც. რაც მთავარია ის წმენდს ჰაერს მავნე ტოქსინებისგან და ავსებს მას ტენით.

 

სპატიფილიუმი

ჰაერის უნივერსალური გამწმენდია. მას ხშირად სააბაზანოში დგამენ, რადგან აქრობს ნესტსა და ობს. ეს მრავალწლიანი მცენარე ცნობილი ბუნებრივი დამატენიანებელია. ჰაერში ეფექტურად ანადგურებს მავნე ტოქსინებს და ავსებს ჟანგბადით, განსაკუთრებით ღამით.

 

სანსევერია

 ეს მარტივად მოსავლელი მცენარე შესანიშნავად ხარობს მზის სინათლის გარეშეც და ამავდროულად წმენდს ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან.

 

 

ბოსტონური გვიმრა

მცენარე, რომელიც დედამიწაზე მილიონობით წლების წინ გაჩნდა, შესანიშნავად იზრდება ქალაქის საცხოვრებელი სახლის პირობებშიც. მას მხოლოდ მორწყვა და ფოთლების წმენდა სჭირდება. მადლიერების ნიშნად კი სახლში სისუფთავესა და ტენიანობას შეინარჩუნებს.

თუ ჯერ არ გაგიმდიდრებიათ სახლის ან ოფისის ინტერიერი აღნიშნული მცენარეებით, გირჩევთ, აუცილებლად შეიძინოთ რომელიმე მათგანი.